„პარლამენტიდან არჩევნების მოგება შეუძლიათ: სერგეენკოს, სუბარს, კახიანს“

„საპრეზიდენტო არჩევნების მოგება შეუძლია დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, გიორგი კახიანს და რა თქმა უნდა თავად ბიძინა ივანიშვილს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერს არჩევნებში მონაწილეობა არ სურს.
„შემიძლია დავასახელო კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, რომელთაც არჩევნების მოგება შეუძლიათ – ესენი არიან: დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი კახიანი პარლამენტიდან და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არის დიდი სურვილი, თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ მას არ სურს, ეს თანამდებობა დაიკავოს“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები