“მიწისქვეშა პარკინგი გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი თუ დააფინანსებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და მიწისქვეშა პარკინგის თემაზე, ექსპრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

„გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდა ოპოზიცია მიწისქვეშა პარკინგებზე – თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ აქტივების ყიდვა შეღავათიან ფასად. როდესაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით და 1 ლარად შესთავაზა კომპანიებს ეს პროექტები – კრიტიკოსები სადღაც გაუჩინარდნენ, არცერთი მათგანი არ გამოხმაურებია პროექტს და არც კერძო კომპანიები დაინტერესებულან. იცით რატომ? იმიტომ რომ, ეს პროექტები გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს და მას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ დააფინანსებს, რომლისთვისაც მოგებაზე მეტად, ახლის აშენება არის მთავარი – ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები