მერაბ ქვარაია: ბევრი ივანიშვილივით გულანთებული, მოღვაწე სჭირდება დღეს საქართველოს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომლის იმედიც შეიძლება ჰქონდეს.

“მთავარია ის, რომ ქვეყანას და ხალხს ჰყავს ადამიანი, რომლის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც აქვს იდეა და უდიდესი სურვილი, გაიყვანოს საქართველო წარმატებულ ასპარეზზე, გაიღო და მზადაა კიდევ გაიღოს ამისთვის ყველაფერი. ბევრი ბიძინა ივანიშვილი ვერ ეყოლება, მაგრამ ბევრი მასავით გულანთებული, მოღვაწე ადამიანი სჭირდება დღეს საქართველოს”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები