ეკა ბესელია: ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვიწროპარტიულად არ ვიკეტებით

ჩვენ ბევრი ღირსეული კანდიდატი შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარ გუნდში, მაგრამ ვიწროპარტიულად არ ვიკეტებით და გაცილებით ფართო ჭრილში ვხედავთ დემოკრატიას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო კანდიდატურის საკითხზე განაცხადა.

„ეს არის ძალიან თამამი და გაბედული პოზიცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიო არა შენი პარტიული კუთვნილებით, არამედ გაცილებით უფრო ფართო ხედვით და დემოკრატიისთვის სასარგებლო შედეგების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. მმართველი პარტიისთვის ის, რომ შეიძლება, დათმოს საპრეზიდენტო თანამდებობა და სხვა, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ეს დემოკრატიის სრულიად ახალი კულტურაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელონ. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები