თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ვთვლი, რომ საკმაოდ გულწრფელი ინტერვიუ იყო

ვთვლი, რომ საკმაოდ გულწრფელი ინტერვიუ იყო – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გუშინ, “პირველი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„ვთვლი, რომ საკმაოდ გულწრფელი ინტერვიუ იყო და ეს ეტაპი მისი შემობრუნების და მათ შორის, საჯარო სივრცეში კითხვებზე პასუხების გაცემა ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ახალი ეტაპის დასაწყისში. გუნდში გარკვეული დაძაბულობები იყო და ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ ნაწილი საჯაროდაც ჩანდა, რაღაც საჯაროდ არ ჩანდა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდს სჭირდება ერთიანობა“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც გააკეთა შეფასება.

„მგონია, რომ მმართველ ძალას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი ან აუცილებლად ჰყავდეს მკაფიოდ გამოკვეთილი სასურველი კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს. პარტია აქტიურად უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები