“ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოგლიჯა საქართველო სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს”

„სრულიად საქართველომ მოუსმინა საკუთარ სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ლიდერს, რომელმაც სულ რაღაც ექვსიოდე წლის წინ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თანამებრძოლებთან ერთად გამოგლიჯა საქართველო სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აუდიტორიას წარმოუდგინა ხედვა, რომელიც მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნებითაა გაჯერებული.
„პარტიის თავმჯდომარემ ყველა კითხვას პასუხი გასცა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა მათ, ვინც ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება სიცრუის ტირაჟირებით ყველაზე კეთილშობილურ და უანგარო მიზნებთან დაკავშირებითაც კი. ბიძინა ივანიშვილმა აუდიტორიას წარმოუდგინა ხედვა, რომელიც გაჯერებულია მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნებით და პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული გათვლებით და რაც, ყველაზე მთავარია, სრულიად საქართველომ მოუსმინა საკუთარ სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ლიდერს, რომელმაც, სულ რაღაც ექვსიოდე წლის წინ საკუთარი სიცოცხლის რისკით ფასადაც კი, თანამებრძოლებთან ერთად გამოგლიჯა საქართველო სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს. ამიტომაც საზოგადოების მოტყუება გაუჭირდებათ ამ საქმის ყველაზე გაწაფულ ოსტატებსაც კი, რადგანაც ტყუილის მქადაგებელი პოლიტიკოსები და ზოგიერთი მედიასაშუალება ვერ გაუწევს მორალურ კონკურენციას, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ქველმოქმედებას და გულწრფელ ზრუნვას თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები