“ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოზიტიურ გავლენას იქონიებს პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე და დემოკრატიის ხარისხზე”

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ.

“ვთვლი, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება იყო, პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად.

ასევე, ძალიან სწორი შეფასება გააკეთა მან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები