მიხეილ სააკაშვილი “შემოდგომაზე გამარჯვებას” აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

სააკაშვილი შესაბამის მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებს.

“შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება, “ძალა ერთობაშია” და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, განადგურებას ქართული ბუნების, მოვაშთობთ მის ხელებს ჩვენი ჯიბეებიდან იმიტომ, რომ მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ჯიბეში და ძარცვავს უმოწყალოდ საქართველოს. ივანიშვილის ახლა ცდილობს თავის თავის გადარჩენას. მთავარი მევახშე საქართველოსი არის მისი „ქართუ ბანკი”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები