“ივანიშვილის ინტერვიუმ უსაქმოდ დატოვა ოპოზიციის დაქირავებული აქტივისტები, რომელთაც ხეების გადარგვაზე სპექტაკლის მოწყობა ევალებოდათ”
ივანიშვილის ინტერვიუმ უსაქმოდ დატოვა ოპოზიციის მიერ დაქირავებული ის აქტივისტები, რომლებსაც დენდროლოგიურ პარკში თითოეული ხის გადარგვაზე სპექტაკლის მოწყობა ევალებოდათ, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ.
„მისი ანალიზი დემოკრატიასა და ეკონომიკას შორის ურთიერთკავშირზე არის ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში და ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს დასახული – ცალსახად არის ის, რომ ეკონომიკა დემოკრატიას უნდა დაეწიოს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც არამხოლოდ იზრდება, არამედ იზრდება თითოეული ადამიანის ოჯახში.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ უსაქმოდ დატოვა ოპოზიციის მიერ დაქირავებული ის აქტივისტები, რომლებსაც დენდროლოგიურ პარკში თითოეული ხის გადარგვაზე სპექტაკლის მოწყობა ევალებოდათ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.