ახალქალაქში ანსამბლ „ადილეის” კონცერტი გაიმართება

29 ივლისს,  16:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის დარბაზში სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი „ადილეი“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ახალქალაქის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.
მონაწილეობენ ანსამბლები: „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“.
კონცერტები გაიმართება მუნიციპალიტეტებში:
ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი.
“Check in Georgia”-ს ფესტივალში – “ბაღია ჩვენი ქვეყანა” თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს მართავენ რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები