შსს-მ ფოთი-თბილისის მატარებელზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ფოთი-თბილისის მატარებელზე მომხდარი შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს, კასპში, ფოთი-თბილისის მატარებელს დაუდგენელმა პირმა ქვა ესროლა.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულის გამო მატარებელი კასპში შეჩერდა.
„ჩამტვრეულია ვაგონის შუშა, რის გამოც მატარებელი კასპში შეყოვნდა. ამ დროისათვის გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, მატარებელი გააგრძელებს თბილისის მიმართულებით მოძრაობას. მატარებელი ფოთიდან 08:40 წუთზე გამოვიდა და თბილისში 14:05-ზე უნდა ჩამოსულიყო. მომხდარის გამო, რეისი დაიგვიანებს. მიმდინარეობს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდებიან და მიეცემიან პასუხისგებაში აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“,- აცხადებენ რკინიგზაში.
“კვირას” ინფორმაციით, მინა ჩამსხვრეული არ არის, თუმცა, გაბზარულია.
სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები