ომალოს ცენტრში, ღია ცის ქვეშ, ფოტოჩვენება და საჯარო ლექცია გაიმართება

28 ივლისს, 20:30 საათზე,  თუშეთში, ომალოს ცენტრში, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი პირველ ღონისძიებას გამართავს. როგორც კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ომალოს ცენტრში გაიმართება ფოტოჩვენება ღია ცის ქვეშ და საჯარო ლექცია. ღონისძიების პროგრამა თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს და უნიკალური თუში ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაციას გააერთიანებს.
სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.
ღონისძიებაა ღიაა არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებითვის, არამედ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები