„იყო და არა იყო რა“ – გიორგი უგულავას გამოფენა გაიხსნება

25 ივლისს, 19:00 საათზე, დედიკას გალერეაში, გიორგი უგულავას გამოფენა – „იყო და არა იყო რა…“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ცნობეს, „იყო და არა იყო რა“ – ცნობილი სიტყვები საბავშვო ზღაპრებიდან ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს აჩვენებს, რომლებიც ქმნიან მითიურ ისტორიებს საზღვრებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყონ სუვერენიტეტის შესახებ მათი მოგონილი ზღაპრების დაცვა.
სტეფენი ენ იანგი: „გიორგი უგულავას ორშრიანი ნახატების ერთი შრე მოიცავს დავითგარეჯს, მეორე კი – ბაქოს თანამედროვე ღირშესანიშნაობებს და რეგიონის ისტორიული ლიდერების გამოსახულებებს. ნახატები განკუთვნილია საზღვრების შესახებ სხვადასხვა ტიპის სიმართლის ინტერპრეტაციისთვის, რომელიც იცვლება ახალი რეჟიმის ზღაპრებთან ერთად. მისი ნამუშევრები გვახსენებენ, რომ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები ყველგანაა, ეს გლობალური პრობლემაა. და ის გვეკითხება: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიცრუე? რა არის ფანტაზია და რა – რეალობა?“

მისამართი: ათონელის 27/სანაპიროს 4.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები