გია ვოლსკი: არჩილ ტატუნაშვილის თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ოჯახისა და ადვოკატისთვის რუსეთის გენერალური პროკურატურისგან გაგზავნილ წერილზე საუბრისას, განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მმართველ ფუნქციას ახორციელებს, ამიტომ ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის.

„დავა მიმდინარეობს. არსებობს სტრასბურგი, საერთაშორისო სამართალი, ასევე, ნორმები ადამიანური და არსებობს შექმნილი პოლიტიკური ვითარების რეალური ანალიზი, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს მმართველ ფუნქციას. ასე რომ, ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება საფუძვლიანი არ არის. ამ თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ვინაიდან ასეთი პოზიცია აქვს. ამ მხრივ, მომავალშიც ვერ ვხედავ პერსპექტივას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღეს, სადაც წერია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი მათ საქმიანობაში არ ერევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები