პარლამენტმა ზაზა გაბუნიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

0

პარლამენტმა ზაზა გაბუნიას ინიციატივას თვითმმართველობის საკითხებში ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის აღიარების შესახებ მხარი დაუჭირა.
“საქართველო სულ უფრო აქტიურად უახლოვდება ევროპულ გამოცდილებას მმართველობის საკითხებში და ეს ეხება ადგილობრივ თვითმმართველობასაც.
ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი და მინდა წარმოგიდგინოთ – საქართველოს პარლამენტის
რეკომენდაციის პროექტი – საქართველოს მთავრობისადმი, „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ.
მოგეხენებათ, რომ საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას ხელი მოაწერა 2002 წელს.
2004 წლის მოხდა მისი რატიფიცირება.
თვითმმართველობის საქმიანობაზე დაკვირვებამ აჩვენა რომ მოქალაქეთა მონაწილეობა არის ერთი ცალკე და ფუნდამენტური საკითხი.
ამ მიზნით, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყნებმა, 2009 წლის 16 ნოემბერს უტრეხტში მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ადგილობრივ ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას.
ღია მმართველობის პრინციპებისა და მდგრადი განვითარების მიზნების დაცვა, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში არის ჩვენი ამოცანები თვითმმართველობის ცხოვრებაში მოქალაქეთა მონაწილეობა არის ფუნდამენტური საკითხი, რადგან ხალხთან ანგარიშვალდებული მმართველობა და მოქალაქეების აქტიური ხმა განაპირობებს მართვის ეფექტიანობას.
ამ გადაწყვეტილებით საქართველო, ევროპული ქარტიის შემდეგ შეუერთდება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი