რას აცხადებს დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართული დახურული შეხვედრის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ამ საუბრის შემდეგ მე ვარ ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე ისეთი გუნდის შემოყვანას, რომელიც სჭირდება საქართველოს. თუმცა, გიორგის სჭირდება კიდევ გარკვეული დრო. ის არის აქტიური განსჯის ფაზაში. მზად ვარ, ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ გიორგი იქნება ამ პროცესში ჩართული, მზად ვარ განვიხილო სხვა ვარიანტებიც კანდიდატურის თუ როლების, თუ იქნება გიორგი, ეს იქნება გაცილებით უკეთესი პროექტი, თუ გიორგი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს, რომ ვერ და არ მონაწილეობს ამ პროცესში, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გუშინ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები