გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიეტუვას მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მინდაუგას ზიკუსი.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მინისტრმა ლიეტუვას მხარის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე, დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები