თამარ ხულორდავა: მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად

“მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად”, – ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო წევრი თამარ ხულორდავა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პირველ ვიზიტს ბრიუსელში.
„ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ბრიუსელი შეირჩა პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად. ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი უკეთესი მომავლის, მშვიდობის და განვითარების საფუძველია. ტუსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საიმედო და სანდო პარტნიორია რთულ რეგიონში, სადაც საქართველოს, როგორც კონსტრუქციული პარტნიორის როლი, უდიდესია. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩვენს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდში შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი, სტაბილურ, დემოკრატიულ, დინამიური ეკონომიკური გარემოს მქონე სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე. ძალიან კარგი სტარტია!“- აცხადებს თამარ ხულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები