თბილისში ავტოავარიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისის მერიის “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დასუფთავების სამსახურის ავტომობილს მერსედესის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებულია თავად მიკროავტობუსის მძღოლიც.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათი მანქანა ნაგვის ურნასთან უნდა გაჩერებულიყო.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები