სოფიო ქაცარავა: განსხვავებული აზრი და ოპონირება ნორმალურია და ამას არავინ ეწინააღმდეგება

ჩემი სურვილია, მაქსიმალურად ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და იმას დავუთმოთ დიდი დრო, რისთვისაც მოვედით პარლამენტში – წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის თემაზე კომენტირებისას განაცხადა. ქაცარავა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია მისი გუნდის წევრების მიმართ გაჟღერებული შეურაცხყოფა. „რაც შეეხება განსხვავებულ აზრს და ოპონირებას – ნორმალურია, ჯანსაღია და ამას არავინ ეწინააღმდეგება, რადგან ეს წარმატებული მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მსგავს შემთხვევაში ყველამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ ვინ სად ხედავს საკუთარ თავს“,- განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები