მაკა ასათიანმა და მისმა ოჯახმა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების, სალომე ასათიანის და ლუიზა თავართქილაძის სახელით ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
გიორგი გვენეტაძის განცხადებით, სარჩელში მოთხოვნილია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უარყოს, მის მიერ, 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ კორუფციის რისკების შემცველ საქმეებში მოხსენიებული შპს „აკას“ პარტნიორებს შორის დავა და გავრცელებული ცილისმწამებლური და მცდარი, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაცია მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მიმართ.
ამავე დროს, სარჩელში მოთხოვნილია, რომ შპს „აკას“ პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის დავა ამოღებულ იქნეს იმ ჩამონათვალიდან, სადაც საქმე კორუფციული რისკის შემცველ კვლევაშია მოხსენიებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები