ირაკლი ბერაია: სამწუხაროა, რომ დავით ჭიჭინაძემ დესტრუქციული ქმედებების გზა აირჩია

ჩვენი პარტიის შიგნით თითოეული წევრისთვის უზრუნველყოფილია კრიტიკული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ მიუღებელია როდესაც ამის გადაზრდა ხდება პიროვნულ შეურაცხყოფაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა პირველ ყოვლისა საზოგადოების წინაშე და ასევე გუნდის წინაშეც.
„როდესაც გუნდის წევრი ამ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს მისი ადგილი გუნდში რთული დასანახია. სამწუხაროა, რომ ბატონმა დავით ჭიჭინაძემ დესტრუქციული ქმედებების გზა აირჩია და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მასთან დაკავშირებით იყო სრულიად ლოგიკური“, -განაცხადა ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები