ივანე მაჭავარიანი ბელარუსის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, სტუმარს სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ყურადღება ასევე გამახვილდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე.
ბელარუსის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ბელარუსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორი უწყების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრა ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას და საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი საფუძველი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები