იანვრიდან დღემდე ტექნოგენური დანაგროვის უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოვლინდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე ტექნოგენური დანაგროვის (სილიკო-მანგანუმის ნარჩენი) უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოავლინეს.
იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა 258 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის 12 ფაქტი. უკანონოდ მოპოვებულმა ტექნოგენურმა დანაგროვმა (სილიკო-მანგანუმის ნარჩენი) ჯამში, 72 ტონა შეადგინა .
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 253 ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 2-2 ფაქტი ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 1 ფაქტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
„გაცნობებთ, რომ წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი