ლიბანის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N17-19 კორპუსების მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ველო და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიური. ასევე, მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა გარე განათება. შემოდგომაზე კი, აღნიშნულ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება და ბალახი დაითესება.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 985 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები