თამარ ჩუგოშვილი: „პარლამენტი საკმაოდ კარგად ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს”

„პარლამენტი საკმაოდ კარგად ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და ამით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე უფრო მეტად გახსნილსა და პასუხისმგებლიანს ხდის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მე-5 გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთებით მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიც იყვნენ ღია და გამჭვირვალე, და ასევე, შეესაბამებოდნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მე-5 გლობალურ სამიტს საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები