კახა საბანაძე: „კანონიერ ქურდ“ მინდია “ლავასოღლის” ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, შს სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ბოლო დღეებში 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდ“ მინდია “ლავასოღლის” კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული „კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა.
მოგეხსენებათ სამინისტროს ინიციატივით „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ბოლო დღეებში 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდ“ მინდია “ლავასოღლის” კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა”,-ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები