სააპელაციო სასამართლომ, გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები