მარიამ ჯაშმა მაღალი დონის საერთაშორისო სესიას უხელმძღვანელა

საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროსთან, ეროვნული ბანკთან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) ერთად 17-18 ივლისს თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

შეხვედრაში 20 ქვეყნის პარლამენტის წევრები, ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციებისა და ეროვნული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის ფარგლებში 17 ივლისს გაიმართა მაღალი დონის სესია „საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობა”, რომელსაც პარლამენტის სახელით მარიამ ჯაშმა უხელმძღვანელა.

სესიამ განიხილა გადასახადებისაგნ თავის არიდების რისკების შესამცირებლად დიდი ოცეულის მიერ შემუშავებული BEPS (Base Erosion and Profit Shifting) სამოქმედო გეგმის დანერგვის მიმდინარეობა116 ქვეყნის მასშტაბით. განხილვის მიზანი საგადასახადო პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების გზაზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იყო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა დელეგატებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება BEPS სამოქმედო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით.

ფორუმის მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს BEPS-თან დაკავშირებით იტალიის, უკრაინის და ლიეტუვას შემოსავლების ეროვნული სამსახურების მიღწევები და სამომავლო გეგმები.

„ფინანსთა სამინისტროსთან და OECD-თან ერთად საქართველოს პარლამენტმა უაღრესად საინტერესო მაღალი რანგის შეხვედრა გამართა საგადასახადო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების მასპინძელი, რაც პირველ რიგში, კონკრეტულ სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და დარგში მომუშავე ქართველი სპეციალისტების დამსახურებაა”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები