„ჩერნოვეცკის ფონდის“ დღის ცენტრს ექიმი-რეაბილიტოლოგი ირაკლი შენგელია ესტუმრა

„ჩერნოვეცკის ფონდის“ დღის ცენტრს ექიმი-რეაბილიტოლოგი ირაკლი შენგელია ესტუმრა, რომელმაც ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების სახელით ფონდს საჩუქრად შემოწირული ტანსაცმელი გადასცა.
„ნამდვილად რომ არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენს ბენეფიციარებს. გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ირაკლის, აგრეთვე ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ბენეფიციარების პრობლემები და დახმარების ხელი გაუწოდა მათ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღითიდღე იზრდება „ჩერნოვეცკის ფონდის“ გულშემატკივართა რიცხვი, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენს ბენეფიციარებზე“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
სტუმარმა ფონდის დღის ცენტრი დაათვალიერა, თანამშრომლებს გაესაუბრა და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები