საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონალურ შეხვედრებს მასპინძლობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი ესწრება.
ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).
ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რეგიონალური კონფერენციის მიზანია პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავება. ამასთან, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა.
საერთაშორისო კონფერენციას დახურავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები