პუტინი: საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთს უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს.

რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამისი კომენტარი “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ნატოს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება იქნება საფრთხე.
„გადაწყვეტილებები ნატოში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსის შედეგად მიიღება, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსში მიღებამდე წევრ ქვეყნებთან შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობაც, როგორც ეს პოლონეთთან და რუმინეთთან მოხდა და სადაც ახლაც შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტებია განთავსებული. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოვებას ჩვენს საზღვრებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, უარყოფითად შევაფასებთ”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები