უცნაური გამოძახებები – რატომ აგვიანებს სასწრაფო პაციენტებთან

სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ყურში ჩასაწვეთებელი მედიკამენტის ჩაწვეთების მიზნით გამოიძახა. უცნაური შემთხვევების შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. მათივე ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში ყოველდღიურად დაახლოებით 1500-2000 ათასამდე გამოძახება შედის. ამათგან 70 % არამიზნობრივი გამოძახებაა. გარდა ზემოთ აღნიშნული არამიზნობრივი გამოძახებისა, მოქალაქეებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მაშინაც კი მიუმართავთ, თუ მათი შინაური ცხოველი- ძაღლი თავს შეუძლოდ გრძნობდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში უყვებიან, ცენტრში შესული ზარების ავტორები ხშირად ითხოვენ დახმარებას იმის გამო, რომ წნევის, ან ტემპერატურის გაზომვა უნდათ, ან სულაც უძილობა აწუხებთ. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების მიერ ცენტრში ზარი თითქმის ყოველ დღე შედის იმის შესახებ, რომ მან თერმომეტი ვერ იპოვა, მეზობელს კი ვერ გააღვიძებს, ამიტომ გადაუდებელ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ითხოვს.10344874_10152150741524779_1150385959_n
„სასწრაფოში 30 წლის ბიჭმა დარეკა. ის იყო გაციებული, სიცხე ჰქონდა. გამოიძახა სასწრაფო დახმარება. როდესაც ჩვენი ექიმი მივიდა, პაციენტმა ექიმს გაუწოდა ყურში ჩასაწვეთებელი მედიკამენტი და უთხრა, რომ ჩაეწვეთებინა. იყო შემთხვევა, როდესაც ძაღლი ჰყავდათ ცუდად და სასწრაფო ამიტომ გამოიძახეს. ყოველდღიურად არის ასეთი ტიპის გამოძახება – თერმომეტრი ვერ ვიპოვე, მეზობელს ხომ ვერ გავაღვიძებ და მოდით. ამის გამო მისამართზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ღამის 4 საათზე მიდის.
გადაუდებელი სასწრაფო -სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახო, როდესაც საჭიროა გადაუდებელი დახმარება. თბილისის მასშტაბით ყოვედღიურად დაახლოებით 2000 -დე გამოძახება ფიქსირდება. ამაში იგულისხმება როგორც მიზნობრივი, სერიოზული, ისე არამიზნობრივი გამოძახებები. გადაუდებელი სასწრაფო – სამედიცინო დახმარება არ სჭირდება ადამიანს, რომელსაც წნევის გაზომვა უნდა. ჩვენთან 70 % არამიზნობრივი მისამართია. მაგალითად, თერმომეტრი არ აქვს, რომ ტემპერატურა გაიზომოს. შეიძლება არ ეძინება და ამიტომ გამოგვიძახოს“, – ჰყვებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.
ამასთან, სადღესასწაულო დღეებში გამოძახებები კიდევ უფრო ხშირდება. ამ პერიოდში მოქალაქეები დახმარებას ნაბახუსევის გამო ითხოვენ. რაც შეეხება გზებზე გადაადგილებას, მათი თქმით, როდესაც სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გადაადგილდება, მას უკან რიგითი მოქალაქეების ავტომობილების კოლონა მიჰყვება, რომ საცობში დგომისგან გათავისუფლდნენ.
„გამოძახებაზე გასვლისას გზებზე გადაადგილების დროსაც იქმნება პრობლემა. მაგალითად, როდესაც საწრაფო მიდის, უკან ავტომანქანების მთელი კოლონა მიჰყვება იმ მიზნით, რომ საცობში არ დადგნენ. გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ადამიანები ნაბახუსევები არიან, ძალიან ბევრი გამოძახებაა. ისინი ალკოჰოლური თრობის გამო ე.წ. პახმელიაზე არიან და თავს იმდენად ცუდად გრძნობენ, რომ სასწრაფოს იძახებენ. ამ დროს სასწრაფოს, რეალურად, თუ რა დახმარებას გაწევა შეუძლია, საეჭვოა. მას შესაძლოა გადასხმა სჭირდება, რისთვისაც კლინიკაში უნდა მივიდნენ“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.
ზემოთ აღნიშნული ქმედებების გამო, მოქალაქეების მხრიდან შესაძლოა, პაციენტის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, რომელსაც, მართლაც, სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, საფრთხე შეექმნას.10356590_10152150741519779_1089644873_n
როგორც „კვირასთან“ საუბრისას სასწრაფოში განმარტავენ, საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია. აღნიშნული ქმედებების მიზეზი კი ჯანდაცვის პირველი რგოლის სისუსტეა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე მოხსენებით წარდგება და აღნიშნული პრობლემის შესახებ საკითხს დააყენებს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, პრობლემის გამოსწორების მიზნით გეგმა შემუშავდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მივიდეთ გამოძახებაზე. არამიზნობრივი გამოძახება არის პრობლემა, რადგან რეალურ მისამართზე, როდესაც პაციენტს ექმნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, შეიძლება გაჩნდეს საფრთხე ან დაგვიანებით განხორციელდეს გასვლა. სულ 80 ბრიგადაა და ხდება ბრიგადების დამატებაც, მაგრამ 2000 გამოძახებას არც ერთი ბრიგადა არ ეყოფა.
ჯანდაცვის პირველი რგოლით არ სარგებლობენ პაციენტები. ადამიანები პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში ექიმთან არ მიდიან. ამიტომ პაციენტები პატარა ჩივილზე რეკავენ სასწრაფოში. ჩვენი ვართ გადაუდებელი დახმარების სამსახური. მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ ექიმთან მისვლა. ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსშია, ამასთან დაკავშირებით აქვს სრული ინფორმაცია. ჩვენ ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე მოხსენებით უნდა წავრდგეთ ძალიან მალე. ვისაუბრებთ პრობლემებზე და ალბათ შემუშავდება პოლიტიკა, რომ ადამიანების მხრიდან ეს დამოკიდებულება ნელა-ნელა შევცვალოთ. ხალხი ჩივის, რომ სასაწრაფო იგვიანებს. სწორედ არმიზნობრივი გამოძახებების სიხშირე იწვევს ამას. რეალურად დრო საჭიროა მხოლოდ ადგილამდე მისასვლელად“, – განმარტავენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები