სოფელ ირემაძეებში, ტყეში, ქალის ცხედარი იპოვეს
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში, ტყეში 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
უწყების ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.