მამუკა ბახტაძე: მცირე მთავრობის კონცეფციაზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე 140 მილიონის ეკონომია მივიღეთ
მცირე მთავობის კონცეფციაზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე 140 მილიონი ლარის ეკონომია მივიღეთ, და 2017 წლის ბოლოს პარლამენტში ბიუჯეტის წარმოდგენისას ეს ციფრები გითხარით
ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას – რამდენი იზოგება მცირე მთავრობის კონცეფციით.
ბახტაძის თქმით, მთავრობის გეგმის შესაბამისად, 2019-2020 წლებში ხარჯები უნდა დაიწიოს 3,9%-ზე მშპ-თან მიმართებაში, რაც 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოათავისუფებს.
“ასევე ვგეგმავთ საგადასახადო შეღავათებს. ერთი რეფორმა უკვე წარმოვადგინე, შემოდდგომაზე კიდევ წარმოვადგენთ სექტორულად და საშუალება გექნებათ, მხარი დაუჭიროთ ამას, ვინაიდან თქვენც ასე ხშირად ახსენებთ გადასახადების შემცირების აუცილებლობას. ეს, ბუნებრივია, არის ჩვენი პროგრამის ნაწილი”, – მიმართა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობას.