ივანე მაჭავარიანი: გადახდისუუნარობის რეფორმა ძალიან სჭირდება ბიზნეს გარემოს

გადახდისუუნარობის რეფორმა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ძალიან სჭირდება ბიზნეს გარემოს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დაჩქარდება გადახდისუუნარობის კანონის მიღება.

“კარგია, რომ კომპანიის დაფუძნებას საქართველოში ძალიან ცოტა დრო სჭირდება, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია გაკოტრების შემთხვევაში დროულად მოხდეს გადახდისუუნარობის პროცესების დაწყება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და ვგეგმავ პროცესების დაჩქარებას. ჩვენ ძალიან დიდი ხანია თავს ვიწონებთ რა მალე ვხსნით კომპანიას საქართველოში, სადღაც 40 წუთში იხსნება, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია რამდენად მალე შეიძლება არაეფექტური ერთეული გავიდეს მეორად ბაზარზე,იმიტომ, რომ უამრავი აქტივი, უამრავი ეკონომიკური პოტენციალის მქონე აქტივი არის გაჭედილი იმიტომ, რომ გაკოტრება არ მოგვწონს. კანონპროექტი მომზადებულია და უახლოეს მომავალში, ამ პროცესს დავაჩქარებ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები