პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში, – ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია – სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამი კვირის განმავლობაში მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება.

„ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მთავრობის სხდომაზე ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებიანათ საქმიანობა, მათ ჩამოეწერაებათ სრულად“,- აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, აღნიშნული დავალიანებების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა.
„ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმინობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები