“თუკი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის, ბუნებრივია არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება”

თუკი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის, ბუნებრივია არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, – ამის შესახებ პოლიტანალიტიკოსმა ვაკა გორგილაძემ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

„თუკი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, თუმცა მე პირადად გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას.
ბევრად უფრო ლოგიკურად და დასაბუთებულად მიმაჩნია ვერსია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს სხვა ელექტორატიც, არა მხოლოდ ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მათ შორის სხვა კონკურენტი პარტიების ამომრჩეველიც, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები