ივანე მაჭავარიანი: მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე – პროცესების გაციფრულებასა და დიგიტალიზაციაზე

“მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე” – ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებული კომიტეტების დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.  როგორც მან აღნიშნა  გაიმართა საინტერესო დისკუსია.

„ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. გაიმართა სამკაოდ ცხარე დისკუსია,  დაისვა საინტერესო კითხვები, პროცესმა დინამიურად ჩაიარა. ძირითადად საქმიანი კითხვები დაისვა, ჩემთვისაც საინტერესო იყო  პასუხის გაცემა, რასაკვირველია იყო პოლიტიკური პროვოკაციის ელემენტებიც”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს სამინისტროში ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს.

„ბოლო დღეებში მქონდა შეხვედრა მოადგილეებთან, ისინი კვალიფიციური და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებების შესახებ. შევხედავ სტრუქტურას, პროცესებს. მთელი  ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე და პროცესების გაციფრულებაზე და დიგიტალიზაციაზე, სწორედ აქედან გვინდა ვნახოთ ეფექტურობა, ვნახოთ დანაზოგი, ვნახოთ გარკვეული პროცესების დაჩქარება, უფრო მეტი დინამიურობა შევძინოთ ჩვენს ეკონომიკას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი დინამიკაც საკმაოდ კარგია, რეგიონში საუკეთესო, მაისში  –  7,5%, ხოლო  6.1%-ია 5 თვის ეკონომიკური ზრდა, რაც იმაზე მაღალია ვიდრე იყო დაგეგმილი. ჩვენ ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ და ის რეფორმები, რომელიც დაიწყო პრემიერმა და რომლის განსახორციელებლადაც მე მივედი ფინანსთა სამინისტროში რასაკვირველია ამ ტემპს დააჩქარებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოში.

„ეს საკმარისია იმისთვის, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს საკმოად დაბალანსებული და სწორად შერჩეული პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ არ ივიწყებს სოციალურ ვალდებულებებს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩაერთვას ეკონომიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები