მიხეილ ბატიაშვილი: ციფრული კონცეფცია, ეს უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია

„სკოლის ციფრული კონცეფცია, ეს უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, სადაც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მნიშვნელოვან აქცენტებს სკოლის ციფრულ კონცეფციაზე გაააკეთებს.

„ჩვენ თუ გვინდა, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ითამაშოს ტექნოლოგიებმა. სკოლის ციფრული კონცეფცია, ეს უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, სადაც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციფრული სტილის კონცეფცია გავხადოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოემსახურება ჩვენი სკოლების ხარისხობრივი ნაწილის გაძლიერებას. ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენად ჩართულები ამ ტექნოლოგიებში, დაწყებული მობილური ტელეფონებით, პლანშეტებით და ასე შემდეგ, რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალებები, რათა ეს საგანმანათლებლო კონტენტში გადავიტანოთ და ეს პლატფორმები გამოვიყენოთ განათლებისთვის. დღეს რაზეც გვინდა ვთქვათ უარი და არ მოგვწონდეს ეს ის დროა, როდესაც ჩვენ რეალურად ამას ვერ გავაჩერებთ. ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეს ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ცოდნისთვის განვითარებისთვის და ა.შ”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები