„თი-ბი-სი“ ბანკი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EuroMoney „თი-ბი-სი“ ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო „თი-ბი-სი“ ბანკმა ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის მიიღო.
„ჩვენთვის საამაყოა Euromoney-ს პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თი-ბი-სი“ ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს და კონკურენტულ უპირატესობას კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევისა და საუკეთესო ციფრული შესაძლებლობების შეთავაზების კუთხით”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თი-ბი-სი“ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან უკვე მეშვიდედ დასახელდა.
Euromoney-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. დაჯილდოება მოიცავს 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები