15 წლის სანდრო მახათაძე თბილისში, ელიავას ბაზრობაზე იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდაცველებმა 15 წლის სანდრო მახათაძე თბილისში იპოვეს.
როგორც „კვირას“ მოზარდმა განუცხადა, იგი თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა და ელიავას ბაზრობას მიაკითხა.

თუმცა, ამის შესახებ მშობლებს არ გაუმხილა.
მოზარდის დედა „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ შვილი ელივას ბაზრობის მუშებმა კასპში ჩაიყვანეს.

„არვიცი ელიავას ბაზრობაზე როგორ მოხვდა. იქ მისულა და სამუშაო უთხოვია. არ გაუმხელია, რომ სახლიდან იყო წამოსული ცუდად გამხდარა და მერე რომ გამოკეთდა, უთქვამს რომ სახლიდან გამოპარული იყო. წუხელ, მუშებმა ჩამოიყვანეს კასპში“, – აცხადებს დედა.

მისი თქმით, მის შვილს და ელიავას ბაზრობის მუშებს დღეს კასპის შს სამმართველოში დაკითხავენ. საქმეში სოცმუშაკიც ჩაერთვება.

როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ ლუიზა ლაშქარაშვილმა განუცხადა, მისი შვილი სახლიდან 10 ივლისს საღამოს გავიდა და ორი დღე ეძებდნენ.
მისი თქმით, მოზარდი მშობლებთან ერთად კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ცხოვრობს.

დედა ამბობს, რომ შვილის გაუჩინარების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
პირველ შემთხვევის დროსაც მოზარდი თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის სანდრო მახათაძე გუშინ იპოვეს და მოზარდი მშობლებს დაუბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები