გიორგი ტყემალაძემ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, დირექტორი ოპერატიული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი და კომუნიკაციის და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკა ბერიძე მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სამგორის რაიონში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. GWP-ს წარმომადგენლებმა გიორგი ტყემალაძეს ამ რაიონში სხვადასხვა მისამართებზე ჩატარებული კვლევების შესახებ და ამის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გრაფიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებზე უკვე წლების წყალმომარაგების პრობლემა არსებობს. როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ამის შესახებ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან ვმუშაობ, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრები იმართებოდა. უკვე დაიწყო წყალსადენის ქსელის მოწყობაზე აქტიური მუშაობა. ინტენსიურად ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და მათ უშუალოდ ვესაუბრებით ამ საკითხზე“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და კომპანიის წარმომადგენლები სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ინფორმაციების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები