ეკატერინე მიქაბაძე – ჭარბვალიანი მოქალაქეები ეკონომიკურ აქტივობაში ვერ ერთვებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ჭარბვალიანობა საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ატარებს.

“მოგეხსენებათ, გატარდა მრავალი რეგულაცია, რომელიც ამ პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს, თუმცა ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებას საჭიროებს. ამ პროცესში კერძო სექტორის, მათ შორის, “ადვოკატთა ასოციაციის” აქტიური ჩართულობა მისასალმებელია,”- აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჭარბვალიანობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ახალი რეგულაციები ეკონომიკურ აქტივობას არ შეანელებს და აღმოფხვრის იმ პრობლემას, რომელსაც ჭარბვალიანობა იწვევს.

“რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისად ხდება, რაც ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს. ამ საკითხს უფრო ფართო ჭრილში უნდა შევხედოთ. ის ადამიანები, რომელთაც ეს პრობლემა აწუხებთ, ეკონომიკურ აქტივობაში ვერ მონაწილეობენ, შესაბამისად, საქმე ორმხრივ პრობლემასთან გვაქვს, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, პირიქით”, – განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები