პრემიერი 2500 ლარზე მაღალი ხელფასის 30%-ით დაბეგვრაზე: ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრას ეხება.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, გია ჟორჟოლიანი გამოდის ინიციატივით, რომ 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები