დავით სონღულაშვილი: ამ ინიციატივას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2500 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებს ხელფასიდან 30% უნდა დაექვითოთ.

„ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ასეთი ტიპის მოდელი არასწორია. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელი განიხილავენ, რომ შეცვალონ, რადგან ამ სისტემამ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს. ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ერთია, რომ თვითონ პრინციპი არ არის სწორი და მეორე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ გადასახადებში რამე ცვლილება შეიტანოს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები