პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 6 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

გურიის პრობაციის ბიუროსა და ა/ო „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი პირობითი მსჯავრდებული გ. ჟ. თავის პროფესიას დაუბრუნდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის პრობაციის ოფისში ჩატარებული ინდივიდუალური მუშაოების შედეგად გაირკვა, რომ გ.ჟ. ზეინკლის პროფესიას ფლობდა, თუმცა საქმის დასაწყებად აუცილებელი ინსტრუმენტები არ გააჩნდა.
„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმოამდგენლებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გ. ჟ-ს ელექტრო შედუღების აპარატი შეუძინეს, რის შედეგად პრობაციონერის ოჯახს გაუჩნდა საშუალება, კერძო შეკვეთებით, შემოსავალი მიიღოს.
გურიის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, ოზურგეთის რაიონში არსებულ ავტოსახელოსნოში დასაქმდა პირობით მსჯავრდებული რ. ა., რომელიც, პირველ ეტაპზე, 200 ლარამდე გამოიმუშავებს. კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული ზ. თ. თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მიმდებარე სატყეო მეურნეობაში მუშად დასაქმდა და ხელფასის სახით 600 ლარს მიიღებს. ახმეტის რაიონის გამწვანების სამსახურში მოეწყო პრობაციონერი ლ. ყ.
მისი ყოველთვიური ხელფასი 270 ლარს შეადგენს. თელავის პრობაციის ოფიცრის რეკომენდაციით, სოფელ ლაფანყურში კერძო ფემერთან მწყემსებად დასაქმდნენ ა. ტ. და ი.გ., რომელთა ხელფასი 250 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე 41 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები