ადვოკატი: ბრალდებული მწყემსი წარმოთქმულ სიტყვაში ორ უცხო პირს გულისხმობდა და არა უცხოელებს

​​ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვაში ორ უცხო პირს გულისხმობდა და არა უცხოელებს, რომლებიც, ბრალის არაღიარების შემთხვევაში, ოჯახის წევრების დახოცვით დაემუქრნენ.

“ბრალდებული გულისხმობდა მისთვის უცხო ორ პირს, რომლებიც, ბრალის არაღიარების შემთხვევაში, ოჯახის წევრების დახოცვით დაემუქრნენ. მალხაზ კობაურს ორი უცხო პირი უნდა ეთქვა და არა – უცხოელი”, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

ცნობისათვის, სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდბულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მალხაზ კობაურმა განაცხადა, რომ „ორი უცხოური პიროვნება“ დაემუქრა. აღნიშნულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა არსებობს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები