პროკურორი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე: ყველა შესაძლო ვერსია გადამოწმდება

​ბრალდებული გამოიკითხება და ყველა შესაძლო ვერსია გამოძიების პროცესში გადამოწმდება – ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს ბრალეულობა კიდევ გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ამ პირთა მიმართ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

პროკურორის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, საქმეზე გარკვეული მტკიცებულებები არაა მოპოვებული.

“გეთანხმებით, რომ დღეის მდგომარეობით გარკვეული მტკიცებულებები არ არის, თუმცა საქმეში არსებული მასალების ანალიზით დგინდება, რომ მალხაზ კობაურმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რა თქმა უნდა, დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. რაც შეეხება იმ ექსპერტიზებს, რომელიც დასანიშნია, მათი ნაწილი უკვე დანიშნულია და ეს დასკვნებიც დაერთვება საქმეს”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები