ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისათვის, ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. კერძოდ, მალხაზ კობაურს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.
მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით კი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები